1-3 მარტი, კახეთი
2 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ჩატარდა.
ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.
პროგრამა
2 მარტი / 09:30 – 16:00 / სასტუმრო ამბასადორი, კაჭრეთი
მისასალმებელი სიტყვები:
საქართველოს გასტრონომიული ტურისტული რესურსები
ლევან დავითაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საქართველოსა და ბასკეთის შორის პარალელები და გამოწვევები, სამომავლო გეგმები
დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
კონგრესის ოფიციალური გახსნა
ხოსე მარი აიზეგა – ბასკეთის კულინარიული ცენტრის გენერალური დირექტორი
კულინარიული შოუ
შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე, ლუკა თოდუა
პანელური დისკუსია: ლოკალური პროდუქტი და ტერიტორია, ნაკვერჩხლის გამოყენების მნიშვნელობა და მისი კულინარიული ტექნიკები
იგორ არეგი („კაია კაიპე”), პილი მანტეროლა („ირიბარი“), ხავი გოროჩატეგი („კასა ჯულიანი”), ჯონ აიალა („ლაია ერეტეგია”) ,დავიდ ნარი (ნარიმანიშვილი) და მოდერატორი იმანოლ ზუბეზუ
კულინარიულ შოუს გამართავენ ესპანელი შეფები: შეფი ხუან კარლოს კარო და შეფი ენრიკე ფლეიშმანი
მონაწილეები
ენრიკე ფლაიშმანი
მექსიკელი შეფის, ენრიკე ფლეიშმანის, კარიერული წინსვლა ბასკეთში დაიწყო. მას დიდი დრო არ დასჭირვებია გამხდარიყო ბასკური სამზარეულოს ოსტატი და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორან „ბაილარას“ შეფ მზარეული. ამას გარდა, მან დააარსა ფლეშმანის მზარეულთა ჯგუფი, რომელიც ბაილარასა და ჩოკო გეტარიას მართავს. ის ასევე თანამშრომლობს ბასკეთის კულინარიულ ცენტრთან და აქვს ასოცირებული პროფესორის წოდება.
ჩავი გოროჩატეგი
შეფ ჩავი გოროჩატეგი სათავეში უდგას ქალაქ ტოლოსაში მდებარე ლეგენდარულ საოჯახო სტეიკჰაუსს „Casa Julien”-ს. შეფ ჩაბი მამის, მატიას გოროჩატეგის, მცდელობას, „მსოფლიოში საუკეთესო სტეიკის“ მომზადებას, წარმატებულად აგრძელებს. იგი ყველაზე მეტად ხორცისა და წიწაკის განსაკუთრებული ტექნიკებით მომზადებითაა ცნობილი. შეფ ჩავი არის 2020 წლის სოლ რეპსოლის მფლობელი და გრილის კონკურსის ჟიურის წევრი.
პილი მანტეროლა
პილი მანტეროლა კასა დე კამპოში, მადრიდში, კულინარიის სკოლის დამთავრებისა და დიდებული ლუის ირიზართან ერთად მუშაობის შემდეგ მშობლიურ ქალაქში, გეტარიაში დაბრუნდა. მამის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ოჯახურ რესტორანს „ირიბარს“. ის ერთ-ერთია იმ ქალთაგან, რომელიც გრილის სახლის მეპატრონე და შეფია.
ხუან კარლოს კარო
სიმარტივე, ოსტატობა და სიყვარული, ღუმელში ან გრილზე – ეს არის ის, რაც ხუან კარლოს კაროსთან ასოცირდება, რომელიც იყო სანტი სანტამარიასა და პედრო სუბიანას მოსწავლე და წლების განმავლობაში მუშაობს ზელაი ჩიკში. მან 2022 წელს მიიღო მიშლენის მწვანე ვასკვლავის ჯილდო, რომელიც მდგრადი გასტრონომიის ერთგულებისთვის გადაეცა.
ჯონ აიალა
ჯონ აიალა არის ხორცის გრილზე მომზადების ექსპერტი. ის 2015 წელს გახდა სან სებასტიანის გრილის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული, 2023 წლის თებერვალში კი ის გახდა სოლ რეპსოლის (ჯილდო საუკეთესო რესტორნებისთვისა და შეფებისთვის) მფლობელი გრილზე მომზადებული სამზარეულოში წვლილის შეტანისთვის. ამჯერად ის არის რესტორან ლაია ერეტეგიას შეფი.
კრისტინა გარსია
იგორ არრეგი
იგორ არეგი არის უფროსი სომელიე რესტორან „კაია-კაიპეში“. ის უკვე მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც ამ ბიზნესს მართავს. მისი პროფესიული აღმასვლა დაიწყო ლუის ირიზარის სკოლასა და „კაია-კაიპეს“ სამზარეულოში, სადაც იგორი 14 წლიდან მუშაობს. 2013 წელს ოგორ არეგი ეუსკადის გასტრონომიული ჯილდო მდლობელი გახდა, როგორც საუკეთესო მიმტანი, 2019 წელს კი სოლ რეპსოლის მფლობელი გახდა.
შუა იბანესი
შუა ივანესმა ბასკეთის კულინარიულ ცენტრში დაასრულა სომელიესა და ღვინის მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად ის არის სან-სებასტიანში მდებარე მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელ რესტორან „არზაკის“ სომელიე. შუა ივანესს Madrid Fusion 2022-ზე გადაეცა „Juli Soler Award“ – ჯილდო ნიჭისა და ღვინის მომავლისთვის.
ლუკა თოდუა
დადუნა ღლონტი
კონგრესის ორგანიზატორი და წამყვანი.
ქართული გასტრონომიის ამბასადორი ევროპისა და აზიის ქვეყნებში. პროექტების გემრიელი აჭარა , იმერული გემო, სამხატვრო ხელმძღვანელი. თევზეული ქართულ სამზარეულოში სეტ დეკორატორი-შეფი
გასტრონომიული და რურალი ტურიზმის ასოციაციის კრეატიულ დირექტორი (2019 წლიდან) გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია დამფუძნებელი და ბორდის წევრი. გასტრო სკოლის ხელმძღვანელი (2018-2022)
რესტორანი “სკიო”- დამფუძნებელი და დირექტორი
რესტორნების, ფესტივალებისა და ვიდეოპროექტების შეფ- კონსულტანტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ქეთი კვიჭიძე
კონგრესის ორგანიზატორი და მასპინძელი
ბათუმის საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის ორგანიზატორი.
გასტრონომიული კონსულტანტი, რესტორატორი და ტრენერი:
გასტრო პროექტების გემრიელი აჭარა , იმერული გემო, თევზეული ქართულ კულინარიაში, ორგანიზატორი .
გასტრონომიული მრჩეველი სხვადასხვა ორგანიზაციასა და სტრუქტურაში
კომპანია Culinary & Wine Expedition დამფუძნებელი და დირექტორი
” გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია” დამფუძნებელი ბორდის წევრი 2019- დან
საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი 2016-2020 -ბორდის წევრი
Georgian Gastronomic & Rural Tourism Association დამფუძნებელ დირექტორი (2017 წლიდან)
ჟურნალ Homeland of Wine N Line Media • ენ ლაინ მედია food & travel რუბრიკის ავტორი (2019 წლიდან)
TV იმედი კულინარიული რუბრიკის “კულინარიული ექსპედიცია” ავტორი და წამყვანი. 2017-2019
სხვადასხვა ბრენდის ამბასადორი
გასტრონომიული ფესტივალების , ექსპედიციების ორგანიზატორი.
ტურისტული კომპანიების , რესტორნების, კონსულტანტ-მრჩეველი (თბილისში , ქუთაისში , კახეთში , აჭარაში , თურქეთში, კვიპროსსა და ამერიკაში)