იგორ არეგი: “ჩვენი ინტერესია სეზონური ინგრედიენტების აღმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული გრილის – ნაკვერჩხალზე მომზადების ტექნიკის შესწავლა

იგორ არეგი: “ჩვენი ინტერესია სეზონური ინგრედიენტების აღმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული გრილის – ნაკვერჩხალზე მომზადების  ტექნიკის შესწავლა

3 მარტს, კა­ხე­თი 2024 წლის მთა­ვარ კუ­ლი­ნა­რი­ულ მოვ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბას­კე­თის გას­ტრო­ნო­მი­ულ კონ­გრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” უმას­პინ­ძლებს. კონ­გრე­სის მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ კუ­ლი­ნა­რი­ულ ოს­ტა­ტო­ბის, არა­მედ ენო­გას­ტრო­ტუ­რიზ­მი­სა და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა.

პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ – გას­ტრო­ნო­მი­ულ კონ­გრესს გა­უ­ძღვე­ბი­ან ბას­კე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მას­ტერ­შე­ფე­ბი და სო­მე­ლი­ე­ბი. კონ­გრე­სის ფარ­გლებ­ში, ბას­კე­თის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბას­კი შე­ფე­ბი და სო­მე­ლი­ე­ბი ასე­ვე იმოგ­ზა­უ­რე­ბენ კა­ხეთ­ში, სა­დაც, ქარ­თველ შე­ფებ­თან ერ­თად, და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ ქარ­თულ ღვი­ნო­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს

იგორ არე­გი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბას­კე­თის გას­ტრო­ნო­მი­ულ კონ­გრესს ეწ­ვე­ვა და სა­კუ­თა­რი და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თველ კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებს. იგო­რი უფ­რო­სი სო­მე­ლი­ეა რეს­ტო­რან „კაია-კა­ი­პე­ში“ და ის უკვე მე­სა­მე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნესს მარ­თავს. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი აღ­მას­ვლა და­ი­წყო ლუის ირი­ზა­რის სკო­ლა­სა და „კაია-კა­ი­პეს“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, სა­დაც იგო­რი 14 წლი­დან მუ­შა­ობს. 2013 წელს ოგორ არე­გი ეუს­კა­დის გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ჯილ­დო მდლო­ბე­ლი გახ­და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მიმ­ტა­ნი, 2019 წელს კი სოლ რეპ­სო­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

კონ­კრე­ტუ­ლად რამ იქო­ნია გავ­ლე­ნა მის არ­ჩე­ვან­ზე და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ის ბას­კურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და და რას ელის ბას­კურ-სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ულ კონ­გრეს­ზე, თა­ვად იგორ არე­გი სა­უბ­რობს:

– ჩემი ოჯა­ხი 62 წე­ლია სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. ამ გა­რე­მოც­ვა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და და მა­ლე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი კუ­ლი­ნა­რი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ გე­ტა­რია ცნო­ბი­ლია ზღვი­სა და ფერ­მის პრო­დუქ­ტე­ბით. გა­მი­მარ­თლა, რომ ლუის ირი­ზარ­მა შე­მას­წავ­ლა ბას­კუ­რი კუ­ლი­ნა­რია. ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის ფი­ლო­სო­ფია ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მდგრა­დო­ბა­სა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ხელი შე­ვუ­წყოთ ად­გი­ლობ­რივ სა­ზღვაო და სახ­მე­ლე­თო პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას

– სა­ქარ­თვე­ლო ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლან­დშაფ­ტი­თა და კლი­მა­ტით, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე. რო­გორ მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გე­ოგ­რა­ფია მის კუ­ლი­ნა­რი­ულ კულ­ტუ­რა­ზე?

– სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია მდი­და­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და წვდო­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქტზე. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია სე­ზო­ნუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და, რაც მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი გრი­ლის (ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე მომ­ზა­დე­ბის) ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლა.

– თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბას­კე­თის გას­ტრო­ნო­მი­ულ კონ­გრესს „Culinary Connection Euskadi-Georgia“-ს ხელი შე­უ­წყოს რე­გი­ო­ნებს შო­რის კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს?

– ერ­თად მუ­შა­ო­ბა სა­სი­ცო­ცხლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ას­პექ­ტია ჩვე­ნი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა, სწავ­ლა და სწავ­ლე­ბა. ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ეუს­კად­ში გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო, გემ­რი­ე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, ექ­სპერ­ტი­ზა კუ­ლი­ნა­რი­ის სფე­რო­ში.

– არის თუ არა ქარ­თუ­ლი კერ­ძი ან ინ­გრე­დი­ენ­ტი, რო­მე­ლიც და­გე­მოვ­ნე­ბის გან­სა­კურ­თე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი გაქვთ?

– ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ხა­ჭა­პუ­რი და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო.

– რა რჩე­ვას მის­ცემ­დით დამ­წყებ, რო­გორც ქარ­თველ, ისე ბასკ შეფ-მზა­რე­უ­ლებს?

– ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ად­გი­ლობ­რივ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, მუ­დამ ადევ­ნონ თვალ­ყუ­რი სი­ახ­ლე­ებს, შე­ი­ძი­ნონ ცონ­და, უნა­რე­ბი და, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­უ­ზი­ა­რონ სხვებს.

კონ­კრე­სის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭრე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია. სს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი” , ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი “საქპა­ტენ­ტი”, კომ­პა­ნია “ბორ­ჯო­მი” და მეღ­ვი­ნე­ო­ბა “თე­ლი­ა­ნი ველი”. ღო­ნის­ძი­ე­ბა ასე­ვე ბას­კე­თის მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­თა და ბას­კე­თის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ცენ­ტრი­სა და Mantala-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.