2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება.
კონგრესის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმაპისნძლებს. კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ტარდება. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.
გასტრონომიულ კონგრესს გაუძღვებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფები და სომელიები:
ცნობილი ქართველი შეფები თეკუნა გაჩეჩილაძე და დავით ნარი ნარიმანიშვილი.
პილი მანტეროლა – რესტორან „ირიბარის“ შეფი
ენრიკე ფლაიშმანი – რესტორან “ბაილარას” მთავარი შეფი
ხაბი გოროჩატეგი – სოლ რეპსოლის მფლობელი და რესტორან “კასა ჯულიანის” მასტერ შეფი
ჯონ აიალა – რესტორან “ლაია ერეტეგიას” შეფი
იგორ არრეგი – რესტორან “კაია კაიპეს” შეფი
ხუან კარლოს კარო – „ზელაი ჩიკი“
შუა იბანეზი – რესტორან „არზაკის“ სომელიე.
კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.
კონგრესის მასპინძლები და ბრენდამბასადორები არიან დადუნა ღლონტი და ქეთი კვიჭიძე.
ენოგასტროტურიზმი და ექსპერიმენტები ქართული სამზარეულოს განვითარებისთვის
შეფების კვალიფიკაციიდან და კონგრესის მისიის სრული დაფარვიდან გამომდინარე, რესტორნებსა და სასტუმროებში ვიზიტები ენოგასტრონომიული ტურის გარდა, ტურისტული ადგილმდებარეობების გაცნობასა და შეფასებასაც მოიცავს. შეფები ადგილზე საკუთარი და საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
ფინალურ ღონისძიებაზე, ექსკლუზიურად მოწვეულ სტუმრებს გალა სადილით ბასკი შეფები გაუმასპინძლდებიან. 3 დღის განმავლობაში, ქართული და ბასკური სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში მოექცევა.
“Culinary Connection Euskadi-Georgia”-ის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.
ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და მანტალას შესახებ
ბასკური კულინარიული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას, სადაც ინოვაცია, კვლევა და მეწარმეობა გასტრონომიის განვითარებისა და ხელშეწყობის თანმდევია.
ცენტრის მისია ემყარება ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა ინოვაცია, ოსტატობა და სოციალური ვალდებულება. ბასკური კულინარიული ცენტრი, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან სან სებასტიანში ფუნქციონირებს, არის პიონერი დაწესებულება, რომელიც აღიარებულია გასტრონომიულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კვლევისა და ინოვაციების ცენტრის მიერ.
Mantala Basque Gastronomy მიზნად ისახავს ბასკური გასტრონომიის პოპულარიზაციას და განვითარებას, ცოდნის გაცვლის ხელშეწყობას. „მანტალას“ მხარდამჭერები არიან ბასკეთის კულინარიული ცენტრი, “Hazi Fundazioa“.