პილი მანტეროლა ერთ-ერთია, რომელიც გასტრონომიულ კონგრესს ეწვევა და საკუთარი და საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს.
პილი მანტეროლა კასა დე კამპოში, მადრიდში, კულინარიის სკოლის დამთავრებისა და დიდებული ლუის ირიზართან ერთად მუშაობის შემდეგ მშობლიურ ქალაქში, გეტარიაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ოჯახურ რესტორანს „ირიბარს“. ის ერთ-ერთია იმ ქალთაგან, რომელიც გრილის სახლის მეპატრონე და შეფია.
მცირე ისტორიული ექსკურსი
უკვე მესამე თაობის მანტეროლა ვარ, რომელიც რესტორან „ირიბარში“ მუშობს. 18 წლის ასაკში გადავწყვიტე საოჯახო ბიზნესის მართვა ჩემი მომავალი ყოფილიყო. მშობლებმა ხელი შემიწყვეს, რათა მადრიდში სტუმართმოყვარეობის ფაკულტეტზე მესწავლა. ამ პერიოდში, სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე ლუის ირიზართან „Euskal Etxea“-ში. ჩემი ცოდნის გაღრმავება ბასკურ სამზარეულოში მთლიანად მისი დამსახურებაა.
დღეს:
36 წელია უკვე, რაც გასტრონომიის სფეროში ვმოღვაწეობ. „Iribar Jatetxea” რესტორანი, სადაც ვმუშაობ, წლების განმავლობაში იცვლება და ვითარდება, ვცდილობ, მაქსიმალურად ავითვისო ბიზნესის განვითარების ყველა ასპექტი. ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობა მოითხოვს გარკვეული უნარების ქონას, დაწყებული მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობით, დამთავრებული თანამშრომელთა და სამზარეულოს მენეჯმენტით.
სასიამოვნო პროცესი – კულტურათა გაცნობა
ძალიან მიხარია, რომ კულტურული მახასიათებლების გაცვლის შანსი გვეძლევა კონგრესზე. ჩვენს გუნდს ახლახანს შემოუერთდა ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი გუნდის ფასდაუდებელი წევრი გახდა. მისი გუნდში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რესტორანი სრულ მზადყოფნაშია ქართველი სტუმრების მისაღებად, უფრო მეტიც, მათ ქართულად ვემსახურებით.
გასტრონომიული ასოციაციების ღირებულება
ასოციაციების წვლილი გასტრონომიის განვითარებაში ფასდაუდებელია. მსგავსი კონგრესები არაჩვეულებრივი გზაა ჩვენი კულტურისა და ტრადიციების ერთმანეთში გასაზიარებლად და დასაფასებლად.
რჩევები ახალგაზრდა შეფ-მზარეულებს:
გიყვარდეთ გემრიელი საჭმელი! ინვესტიცია ჩადეთ გამოცდილების დაგროვებაში… შეიძინეთ, როგორც კულინარიული უნარები, ასევე დაეუფლეთ ბიზნეს მენეჯმენტს.
მიიღეთ გამოცდილება საზღვარგარეთ, რათა გაეცნოთ სხვადასხვა კულინარიული ტრადიციის საფუძვლებს.
დაბრუნდით მდიდარი გამოცდილებით და აკეთეთ თქვენი საქმე თავდაჯერებულად.
ყველას მოვუწოდებ, დასაქმდეს ამ ინდუსტრიაში, რომელიც სულ უფრო და უფრო უკეთეს სამუშაო პირობებს გვთავაზობს.
კონკრესის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. სს “საქართველოს ბანკი” , ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, კომპანია “ბორჯომი” და მეღვინეობა “თელიანი ველი”. ღონისძიება ასევე ბასკეთის მთავრობის ხელშეწყობითა და ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით იმართება.