2 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
გუდის ყველი, აჯიკა, ქართული ღვინო და სხვა უამრავი გემო – კონგრესზე ქართული სამზარეულო მთელი თავისი დიდებულებით იყო წარმოდგენილი. ბასკი შეფების აღფრთოვანება სწორედ, ქართული გემოების ავთენტურობამ დაიმსახურა. ქართულ კულინარიაში ისტორიისა და თანამედროვეობის შერწყმით მიღებული კერძების დაგემოვნების შემდეგ, სტუმრება აღნიშნეს რომ საქართველოს მსოფლიოს კულინარიისთვის ნამდვილად ბევრი აქვს სათქმელი.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ჩატარდა. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.
კონგრესს ესწრებოდა ბასკეთის სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრი ბიტორ ოროზი.
“ჩვენს ურთიერთობას აქვს წარსული. ეს დაიწყო წლების წინ და გრძელდება ახლაც. ვფიქრობ რომ ეს ორივე მხარისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება კავშირი რომელიც არ დამთვრდება ამ კონკგრესით და მომავალში გაზრდის გასტრონომიული და ტექნოლოგიური ურთიერთობების შესაძლებლობას ,“ – აღნიშნავს ბასკეთის სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრი ბიტორ ოროზი.
“რამდენიმე თვის წინ გვესტუმრა საქართველოს დელეგაცია და ვისაუბრეთ საქართველოსა და ბასკეთის სოფლების მსგავსებაზე. წლების წინ ჩვენმა შეფ-მზარეულებმა შექმნეს ტრადიციული ბასკური სამზარეულო. დღეს კი ჩვენი გასტრონომია საერთაშორისო დონეზეა ცნობილი. ბასკეთი საქართველოს მოძმე ქვეყანაა და ეს იქნება პირველი ღონისძიება, რომელიც სათავეს დაუდებს არაერთ მსგავს პროექტს”, — აღნიშნა ბასკეთის აგროკულტურის ვიცე-მინისტრმა, ბიტორ ოროზიმ.
“Culinary Connection Euskadi-Georgia”-ის მთავარი მხარდამჭრები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. სს “საქართველოს ბანკი” , ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, კომპანია “ბორჯომი” და მეღვინეობა “თელიანი ველი”. ღონისძიება ასევე ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით იმართება.