პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ – კახეთში საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი- “Culinary Connection Euskadi-Georgia ჩატარდება. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმაპისნძლებს.
გასტრონომიულ კონგრესს გაუძღვებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფები და სომელიები, მათ შორის, მექსიკელი შეფი, ენრიკე ფლეიშმანი.
მისი კარიერული წინსვლა ბასკეთში დაიწყო. მას დიდი დრო არ დასჭირვებია გამხდარიყო ბასკური სამზარეულოს ოსტატი და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორან „ბაილარას“ შეფ მზარეული. ამას გარდა, მან დააარსა ფლეშმანის მზარეულთა ჯგუფი, რომელიც ბაილარასა და ჩოკო გეტარიას მართავს. ის ასევე თანამშრომლობს ბასკეთის კულინარიულ ცენტრთან და აქვს ასოცირებული პროფესორის წოდება.
კონკრეტულად რამ იქონია გავლენა მის არჩევანზე და როგორ აღმოჩნდა ის ბასკურ სამზარეულოში, რა ვარსკვლავებისა და ჯილდოების მფლობელია და რას ელის ბასკურ-საქართველოს კულინარიულ კონგრესზე, თავად ენრიკე ფლეიშმანი საუბრობს:
გასტრონომიული კულტურა, ხალხი და გეოგრაფიული ლოკაცია ბასკეთს საოცარ ხიბლს სძენს. ჩემთვის იყო ბასკი შეფი მეტია ვიდრე პროფესია, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც საშუალებას მაძლევს წვლილი შევიტანო კულტურული, ისტორიული და გასტრონომიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, რომელსაც ნებისმიერი სტუმარი აფასებს.
როგორც Michelin-ის ვარსკვლავით დაჯილდოვებული და Sol Repsol-ის ჯილდოს მფლობელი რესტორნის შეფ-მზარეული, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რა პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული ასეთ პრესტიჟულ ადგილას მუშაობა?
მიშლენის ვარსკვლავისა და Sol Repsol-ის ჯილდოს მფლობელობის მუდმივი თანმდევია სწაფვა სრულყოფილებისკენ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ საჭიროა უწყვეტი პროფესიული განვითარება.
რა კონკრეტული უნარ-ჩვევევის შეძენა და პერსპექტივების დანახვა გსურთ „Culinary Connection” კონგრესზე საქართველოში“?
საქართველოში კულინარიული კონგრესის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ქართველ შეფებთან ინფორმაციის გაზიარება, სწავლება და, რაც მთავარია, სწავლა. ჩვენი მიზანია გასტრონომიულ კულტურაში შევიტანოთ ახალი ცოდნა, ინგრედიენტები და დავნერგოთ ახალი კონცეფციები.
ბასკურ და ქართულ სამზარეულოს მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობა აქვთ. არის თუ არა რაიმე ელემენტი ქართული სამზარეულოდან, რომლის ინტეგრირებასაც ისურვებდით ბასკურ ტრადიციებთან?
კულინარიული კონგრესი განსაკუთრებული გამოცდილება იქნება ჩემთვის, რადგან პირველად ვესტუმრები საქართველოს. მე ვიცნობ არაჩვეულებრივ ქართველ ხალხს და, დარწმუნებული ვარ, ქართული სამზარეულო ასახავს თქვენს ხასიათს. მოუთმენლად ველი კულინარიულ კონგრესს, რომელიც კარს გაუღებს ამ ორი ქვეყნის გრძელვდიან ურთიერთობას.
საქართველოს მრავალფეროვანი გეოგრაფია გავლენას ახდენს ქართულ სამზარეულოზე. როგორ შეიძლება ამ გარემოებამ შთააგონოს და გაამრავალფეროვნოს თქვენი კულინარიული შემოქმედება?
– ერთი სული მაქვს გავიგო მეტი ქართულ ბაზარზე, შევხვდე ადგილობრივ მოსახლეობას და გავეცნო მათ პროდუქციასა და წარმოებას. თავად ადამიანები არიან თითოეული ქვეყნის გასტრონომიის საფუძვლები, მწარმოებლიდან დაწყებული, შეფით დამთავრებული.
რა საინტერესო მომენტი გახსენდებათ თქვენი შთამბეჭდავი გამოცდილებიდან, რომელსაც ქართველ და ბასკ შეფებს გაუზიარებდით?
– ერთი საინტერესო ისტორია მახსენდება, როცა ფრანგულ რესტორანში „Paul Bocuse”-ში, ლიონში მუშაობა მინდოდა, სამჯერ მითხრეს უარი, ფრანგული ენის არცოდნის გამო. საბოლოო მცდელობისას, შევეცადე უფროსი შეფისთვის მეთქვა, რომ კულინარიული ენა სიტყვიერ კომუნიკაციას აღემატება და მისი გამოხატვა უფრო ვნებიანად, გულით და ღრმად შეიძლება. შეფ ბოუვარელმა გამიღიმა და მითხრა: „ხვალიდან დაიწყებ. კეთილი იყო შენი მობრძანება“.
შეგახსენებთ, რომ კახეთი 2024 წლის მთავარ კულინარიულ მოვლენას, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” 2-3 მარტს უმასპინძლებს. კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას. კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
“Culinary Connection Euskadi-Georgia”-ის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სს “საქართველოს ბანკი” , ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, კომპანია “ბორჯომი” და მეღვინეობა “თელიანი ველი”. ღონისძიება ასევე ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით იმართება.