3 მარტს, კახეთი 2024 წლის მთავარ კულინარიულ მოვლენას საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” უმასპინძლებს. კონგრესის მიზანია არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარება.
პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები, მასტერკლასები და კულინარიული შოუ – გასტრონომიულ კონგრესს გაუძღვებიან ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფები და სომელიები. კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები ასევე იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს
იგორ არეგი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს ეწვევა და საკუთარი და საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს. იგორი უფროსი სომელიეა რესტორან „კაია-კაიპეში“ და ის უკვე მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც ამ ბიზნესს მართავს. მისი პროფესიული აღმასვლა დაიწყო ლუის ირიზარის სკოლასა და „კაია-კაიპეს“ სამზარეულოში, სადაც იგორი 14 წლიდან მუშაობს. 2013 წელს ოგორ არეგი ეუსკადის გასტრონომიული ჯილდო მდლობელი გახდა, როგორც საუკეთესო მიმტანი, 2019 წელს კი სოლ რეპსოლის მფლობელი გახდა.
კონკრეტულად რამ იქონია გავლენა მის არჩევანზე და როგორ აღმოჩნდა ის ბასკურ სამზარეულოში და და რას ელის ბასკურ-საქართველოს კულინარიულ კონგრესზე, თავად იგორ არეგი საუბრობს:
– ჩემი ოჯახი 62 წელია სარესტორნო ბიზნესშია ჩართული. ამ გარემოცვაში დავიბადე და გავიზარდე, შესაბამისად ბავშვობიდან მიყვარდა და მალევე დავინტერესდი კულინარიით, განსაკუთრებით ადგილობრივი კერძებით. მოგეხსენებათ გეტარია ცნობილია ზღვისა და ფერმის პროდუქტებით. გამიმართლა, რომ ლუის ირიზარმა შემასწავლა ბასკური კულინარია. ჩვენი ბიზნესის ფილოსოფია ფოკუსირებულია მდგრადობასა და უმაღლესი ხარისხის სეზონური პროდუქტების მიწოდებაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ საზღვაო და სახმელეთო პროდუქტების წარმოებას
– საქართველო ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კლიმატით, რაც გავლენას ახდენს ინგრედიენტების ხელმისაწვდომობაზე. როგორ მოქმედებს საქართველოს მრავალფეროვანი გეოგრაფია მის კულინარიულ კულტურაზე?
– საქართველოს გააჩნია მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობა და წვდომა მრავალფეროვან პროდუქტზე. ჩვენი ინტერესია სეზონური ინგრედიენტების აღმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული გრილის (ნაკვერჩხალზე მომზადების) ტექნიკის შესწავლა.
– თქვენი აზრით, როგორ შეუძლია საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს „Culinary Connection Euskadi-Georgia“-ს ხელი შეუწყოს რეგიონებს შორის კულტურულ ურთიერთობებს?
– ერთად მუშაობა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია. განვითარების აუცილებელი ასპექტია ჩვენი ცოდნის გაზიარება, სწავლა და სწავლება. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ეუსკადში გვაქვს არაჩვეულებრივი გარემო, გემრიელი ადგილობრივი პროდუქტები და, რაც მთავარია, ექსპერტიზა კულინარიის სფეროში.
– არის თუ არა ქართული კერძი ან ინგრედიენტი, რომელიც დაგემოვნების განსაკურთებული სურვილი გაქვთ?
– ძალიან მაინტერესებს ხაჭაპური და ქართული ღვინო.
– რა რჩევას მისცემდით დამწყებ, როგორც ქართველ, ისე ბასკ შეფ-მზარეულებს?
– ჩემი რჩევა იქნება დიდი ყურადღება მიაქციონ ადგილობრივ ინგრედიენტებს, მუდამ ადევნონ თვალყური სიახლეებს, შეიძინონ ცონდა, უნარები და, რაც მნიშვნელოვანია, გაუზიარონ სხვებს.
კონკრესის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. სს “საქართველოს ბანკი” , ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, კომპანია “ბორჯომი” და მეღვინეობა “თელიანი ველი”. ღონისძიება ასევე ბასკეთის მთავრობის ხელშეწყობითა და ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით იმართება.