კრისტინა გარსია

კრისტინა გარსია
სტუმარ-მასპინძლობის ფაკულტეტზე სწავლამ კრისტინა გარსია მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში, Azurmendi-ში მიიყვანა, სადაც 5 წელია მუშაობს. მისი კარიერული წინსვლა ასევე უკავშირდება წამყვან რესტორნებსა და საკონდიტროებში მუშაობას, როგორიცაა Paco Torreblanca, Nerua, და Thierry Bamas.
მსოფლიოში პირველ დესერტის რესტორანში, Espaisucre-ში, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების შემდეგ, ხელმძღვანელობდა ანხელ ლეონის საკონდიტრო მაღაზიას სასტუმრო Mandarin Oriental, Barcelona-ში და Mont Bar რესტორნის კულინარიული კვლევის დეპარტამენტს.
პანდემიის პერიოდში კრისტინამ საკუთარი საკონდიტრო CrisLa Sweet-ს გასხნა, რომელიც 3 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.