ლუკა თოდუა

ლუკა თოდუა
 შეფ ლუკა თოდუას ყველა მასტერშეფიდან ვიცნობთ, თუმცა მისი კულინარიული გამოცდილება ბევრად უფრო ადრე დაიწყო. შეფ-მზარეული დეიდის ინსპირაციით პირველად მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო.
18 წლის ასაკში უკვე მუშაობდა შვედ შეფ-მზარეულთან ჯეიკობ ლოვინთან, თავდაპირველად, Commies Chef-ის , მალევე კი Chef De partie-ს პოზიციაზე. იტალიაში, ინგლისსა და ესპანეთში კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.
2023 წელს გოემიოს (Gault&Millau – ფრანგული ჯილდო) წლის ახალგაზრდა შეფი გახდა, დღესდღეობით კი ხელმძღვანელობს გასტრონომიულ საკონსულტაციო კომპანიას, gastronomy.union-ს.  ლუკას სხვადასხვა დროს ჰქონდა შეხება მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანთან, ისტორიულ სასტუმრო Pommo D Or-თან.